LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომაროველი მარიამ ცქიტიშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, პენსილვანიის უნივერსიტეტში გააგრძელებს

166
მარიამ ცქიტიშვილი

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული მარიამ ცქიტიშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, პენსილვანიის უნივერსიტეტში (University of Pennsylvania) ფიზიკის მიმართულებით გააგრძელებს.

ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„პენსილვანიის უნივერსიტეტი არის კვლევითი დაწესებულება ფილადელფიაში (პენსილვანია), სიძველით აშშ-ის მეოთხე უმაღლესი სასწავლებელი. იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ დაწესებულებად ითვლება.

University of Pennsylvania-ში სწავლის გადასახადი 286 000$-მდე აღწევს.

მარიამი პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩარიცხული მე-5 კომაროველია.

🔹მარიამმა კომაროვში სწავლის პერიოდში არაერთ აკადემიურ წარმატებას მიაღწია:

•ავსტრიის ფიზიკოსთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრი და ვერცხლის მედლის მფლობელი; •ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე საქართველოს ნაკრების წევრი და ბრინჯაოს მედლის მფლობელი;

•ფიზიკისა და ქიმიის ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტი და გამარჯვებული;

•ფიზიკისა და ქიმიის ეროვნული ნაკრების რეზერვისტი;

•ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი და KIU-ს რჩეული;

•Education USA CCC-ის წევრი;

• ჯემალ კიკნაძის სახელობის სტიპენდიანტი;

•სკოლის “დებატ კლუბის” თანათავმჯდომარე და 2022-2023 წლებში ჩატარებული ჩემპიონატების ორგანიზატორი;

• სკოლაში ჩატარებული “გაეროს მოდელირება 2022”-ის ორგანიზატორი.

კომაროვის სკოლა ულოცავს მარიამს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!“ – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g