LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ ვაზაგაშვილი სრული დაფინანსებით კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა

179
447547646_857140699787478_3266604774530677462_n

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University) მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. ამის შესხაებ ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი ავრცელებს.

„კოლუმბიის უნივერსიტეტი სიძველით ნიუ-იორკის შტატში პირველი, ხოლო აშშ-ის მასშტაბით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.

➡️Columbia University-ში სწავლის გადასახადი 374 000$-მდე აღწევს.

➡️მიხეილი:

• CERN-ის მიერ ჩატარებული ფიზიკის კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულია;

• კინგსის ოლიმპიადის ერთხელ მესამე ადგილის მფლობელი და ერთგზის გამარჯვებულია;

• ეროვნული ოლიმპიადის ფინალისტია;

• კომაროვის სასკოლო ჰაკათონში მეორე ადგილის მფლობელია;

• SAT Club-ის პრეზიდენტია;

კომაროვის სკოლა ულოცავს მიხეილს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები