LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომედიის თეატრალური ფესტივალი 13-18 ოქტომბერს რუსთავში გაიმართება

285
komediis fest

13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ამჟამად უკვე ქალაქი რუსთავი კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. პანდემიიდან გამომდინარე, ყველა რეგულაციის გათვალისწინებით, დასები წარმოდგენებს თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ გამართავენ.

სპეციალურად კომედიის ფესტივალის და რუსთაველი მაყურებლისთვის, თეატრის ეზოში გარე თეატრალური სივრცე ეწყობა და უამინდობის შემთხვევაში  ღონისძიებებს ჩაშლა არ ემუქრება.

რიგით მე–7 ფესტივალში მონაწილეობას 6 თეატრი მიიღებს. ტრაციდიულად, ფესტივალს მარჯანიშვილის თეატრი გახსნის.

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  2014 წელს რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დააფუძნა, რომელიც 2017 წლამდე ერისთავის თეატრს ხელმძღვანელობდა.

ფესტივალის რეპერტუარი, სათაურიდან გამომდინარე  გულისხმობს კომედიური ჟანრის სპექტაკლების თავმოყრას.

დაარსებიდან ამ დრომდე ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს თითქმის ყველა დასმა მიიღო. ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა  აქვს, ერთ სივრცეში გაეცნოს სხვადასხვა თეატრების სპექტაკლებს.

არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შემცირებულია მაყურებელთა რაოდენობა. თუმცა მთავარი ამოცანად პანდემიის პირობებში თეატრალური პროცესების განვითარება და მაყურებლის თეატრში დაბრუნება რჩება.

რუსთაველ მაყურებელს 6 თეატრალური საღამო ელოდება.

ფესტივალი იმართება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პატრონაჟით.

მხარდამჭერები არიან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, რუსთავის თეატრი და კომპანია “დელ ფუდი”.

რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას, ის ასეთი გახლავთ:

13 ოქტომბერი 19.00 სთ – მარჯანიშვილის თეატრი ,,მკაცრი ქალიშვილები“ – რეჟ.გოგი ქავთარაძე

14 ოქტომბერი 19.00სთ – მესხეთის თეატრი ,,მათრობს და მხიბლავს“ – რეჟ. კახა გოგიძე

15 ოქტომბერი 19.00სთ – ლვოვის აკადემიური თეატრის ,,ვოსკრესენიას“ სპექტაკლის ვიდეოჩვენება – ,,მატარებელი ლვოვიდან“ –რეჟ. იაროსლავ ფედორეშინი

16 ოქტომბერი 19.00სთ –  ქუთაისის თეატრი ,,ჭკუისა მჭირს“ რეჟ. გიგი ლორია

17 ოქტომბერი 19.00სთ –  რუსთავის თეატრი ,,შექსპირბადე“ რეჟ. სოსო ნემსაძე

18 ოქტომბერი 19.00სთ – მოზარდმაყურებელთა თეატრი ,,ორთა ბოდვა“ რეჟ. კოკო როინიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g