LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს

86
1601985381-გეგელია

„კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვს. აქტივისტები ხელისუფლებას პანდემიის მართვის პროცესში არასწორი ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ.

ისინი ამბობენ, რომ ვირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, იმისათვის, რომ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეუზღუდოს.

აქციაზე უკვე მივიდა “მოძრაობა თავისუფლებისთვის” ლიდერი ანა დოლიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ კომენდანტის საათის მოხსნას მხარს უჭერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g