LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკის აქტივები გაიზარდა

89

2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.8 პროცენტით) და 29.8  მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.5 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 307.4 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.8 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი აპრილისთვის 18.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 396.6 მლნ ლარით (5.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 704.1 მლნ ლარით (5.9 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.1 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 6.2 მლრდ ლარის (4.4 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით მეტი).

2017 წლის მარტის განმავლობაში 0.7 პროცენტით ანუ 63.2 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 9.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.07 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის  მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 1.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g