LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 67.2 მლრდ ლარია

65
მონეტარული პოლიტიკა

2022 წლის ოქტომბრის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“2022 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 888.6 მლნ ლარით, ანუ 1.3 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა) და 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს 67.2 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში”, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.