LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ტრანსპორტის მოვლა საქართველოში – K-Motors-ის ექსპერტების რჩევები

604
K-Motors

მიკროავტობუსითა, თუ სატვირთო ტრანსპორტით მუშაობა საკმაოდ შრომატევადი და რთული პროცესია. გზის ხარისხი, კლიმატური ცვლილებები წელიწადის სხვადასხვა დროს და ყოველდღიური დატვირთვა მანქანას სწრაფად ცვეთს. სწორედ ამიტომ კომერციული ტრანსპორტის მფლობელისთვის სერვისისა და ნაწილების სწორი არჩევანი არა მხოლოდ ხარჯი, არამედ გონივრული ინვესტიციაა.

ზამთარში, სახლიდან გასვლამდე, სატვირთო ტრანსპორტის დაქოქვის პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც მძღოლებს მუშაობაში ხელი ეშლებათ. აკუმულატორი ცივ ამინდში საკუთარი სიმძლავრის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს და თუ მისი რესურსი უკვე ამოწურულია, ერთი ცივი ღამეც საკმარისია, რათა სერიოზულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

K-Motors-ის ასორტიმენტში ხელმისაწვდომია Starter EX აკუმულატორები, რომლებიც კორეული Solite-ის ტექნოლოგიაზეა აგებული. უნდა აღინიშნოს, რომ მისი სანდოობა კარგადაა გამოცდილი და იგივე მწარმოებელი ჰყავს, რომელიც Hyundai-სა და KIA-ს ოფიციალურად ამარაგებს. ეს ნიშნავს, რომ ახალი ავტომობილებისთვის შექმნილი სტანდარტი ხელმისაწვდომია მათთვისაც, ვისაც ჩანაცვლება სჭირდება. 

მძღოლები ხშირად ფიქრობენ, რომ მათი მანქანისთვის ცნობილი ბრენდის ნებისმიერი ზეთი გამოდგება. სინამდვილეში, ძრავის ზეთის სიბლანტის კლასი – 0W-20, 5W-30, 5W-40 – უკავშირდება იმას, თუ რა ტემპერატურულ რეჟიმში მუშაობს ავტომობილი და როგორი ძრავი აქვს მას. არასწორად შერჩეული ზეთი ცვეთას აჩქარებს, საწვავის ხარჯვას ზრდის და გრძელვადიან პერსპექტივაში საქმე ძრავის რემონტამდეც მიდის.

K-Motors გთავაზობთ German Adler-ის გერმანულ ზეთებს სხვადასხვა სიბლანტის კლასით – 0W-16, 0W-20, 5W-20, 5W-30, 5W-40, 10W-40 და სხვა ვარიანტებით. ფილიალში მისულ მძღოლს შეუძლია, სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროს და კონკრეტულად მის ძრავას მორგებული ზეთი შეარჩიოს, რაც, განსაკუთრებით კომერციული ტრანსპორტისთვის, რესურსის გაზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მსუბუქი ავტომობილისა და მიკროავტობუსის საბურავები ერთნაირი არ არის და ეს შეცდომის დაშვების მიზეზი საკმაოდ ხშირად ხდება. კომერციული ტრანსპორტისთვის განკუთვნილ საბურავებს აქვთ “C” (Commercial) აღნიშვნა და დატვირთვის ინდექსი, მაგალითად, 8PR ან 10PR, რომელიც გვიჩვენებს, რა წონას უძლებს საბურავი დაზიანების გარეშე.

თუ მიკროავტობუსს არასწორი მარკირების საბურავს შევუსაბამებთ, ის სწრაფად გაცვდება,  უსაფრთხოების რისკს შექმნის და შესაბამისად, გზაზე გადაადგილება გართულდება. K-Motors-ის საბურავების სექციაში ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის C-მარკირებული საბურავი – 215/75R16C, 225/70R15C, 235/65R16C და სხვა, რომლებიც სწორედ კომერციულ დატვირთვაზეა გათვლილი. გარდა ამისა, ფილიალებში ხდება საბურავების მონტაჟი, ბალანსირება და 3D თვლების შეყრის – „რაზვალის“ გასწორება.

თანამედროვე კომერციული ტრანსპორტი, განსაკუთრებით დიზელის ძრავით, დეტალების მიმართ საკმაოდ მგრძნობიარეა. DPF სისტემა, AdBlue სისტემა, ტურბო – ყველა მათგანი ერთმანეთთან დაკავშირებულ ჯაჭვს ქმნის, სადაც ერთი ნაწილის გაუმართაობა დანარჩენებზეც მოქმედებს. ამიტომ პრევენციული დიაგნოსტიკა გაცილებით ბიუჯეტურია, ვიდრე უკვე განვითარებული პრობლემის შემდგომი მოგვარება.

K-Motors-ის ფილიალებში კომპიუტერული დიაგნოსტიკა, ელექტროგაყვანილობის შემოწმება, საწვავის მფრქვევანის („ფარსონკა“) შემოწმება და სხვა სხვადასხვა მომსახურება ერთ სივრცეში ხორციელდება. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა ავტოსერვისის დანადგარის შეძენაც.  დიაგნოსტიკა ხშირად ისეთ ხარვეზებსაც ავლენს, რომლებიც მუშაობის პროცესში ნათლად არ ჩანს, მაგრამ მანქანის მდგომარეობაზე ფარულად აისახება.

K-Motors ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან მუშაობს და დღეს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ჯამში, ექვსი ფილიალი აქვს. კომპანია კომერციულ და სატვირთო ტრანსპორტზეა სპეციალიზებული და სწორედ ეს განასხვავებს მას.

პროდუქტი, სერვისი და ტექნიკური კონსულტაცია ერთ ადგილზეა გაერთიანებული, რაც მძღოლისთვის დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა, რადგან კომერციული ტრანსპორტის შემთხვევაში, დრო, როგორც წესი, შემოსავლის ეკვივალენტია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g