LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია BDO საქართველოს რაგბის კავშირის აუდიტორი და სპონსორი გახდა

81

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO საქართველოს რაგბის კავშირის აუდიტორი და სპონსორია. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც BDO – სა და  რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, მორაგბეები და მედია დაესწრო.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, BDO საქართველოს რაგბის კავშირის და რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი ხდება და ამასთან, 5 წლის განმავლობაში ჩაუტარებს ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, ასევე გაუწევს საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციებს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს რაგბის კავშირთან. საქართველოში რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, ის ჩვენი წარმატების სიმბოლოდ იქცა ბოლო წლების განმავლობაში და სიამაყის განცდა მოგვიტანა.  ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ BDO-ს პროფესიონალების გუნდის  მიერ გაწეული მომსახურება უფრო მეტ გამჭვირვალობას მოუტანს საქართველოს რაგბის  კავშირს,“ – განაცხადა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა.

”ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საზოგადოება და რაგბის მზარდი პოპულარობიდან გამომდინარე მომავალში კიდევ უფრო გამჭირვალეს გავხდით ჩვენს საქმიანობას, რათა დავაკმაყოფილოთ საზოგადოების ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვეყოლება პარტნიორი და სპონსორი – საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს შესაბამის კონსულტაციას გაუწევს“, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO მსოფლიოს 154 ქვეყანაში უწევს გამორჩეულ მომსახურებას სხვადასხვა სექტორის წამყვან ორგანიზაციებს აუდიტორული, საგადასახადო, ბიზნეს საკონსულტაციო და იურიდიული მიმართულებით.

BDO საქართველოს ბაზარზე 16 წელია საქმიანობს და მე-4 პოზიცია უკავია წამყვანი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g