LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია „ნუტრიმაქსი“ კვების საწარმოს აშენებს

371

ქართული კომპანია „ნუტრიმაქსი“  კვების ევროპული დონის, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ საწარმოს აშენებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, საწარმოს მშენებლობა თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლებაში მიმდინარეობს და აქ უახლოესი ერთი წლის მანძილზე, ”ნუტრიმაქსი” 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

მათივე ინფორმაციით, ახალი საწარმოს წლიური წარმადობა  დაახლოებით 50 ათასი ტონა საკვები იქნება.

”ქარხნის პროექტს  ჰოლანდიური კომპანია FEEDTECH-ი ასრულებს, რომელსაც „ნუტრიმაქსი“-ს პარტნიორ ჰოლანდიურ კომპანია Trouw Nutrition-თან ერთად, განხორციელებული აქვს უამრავი მსგავსი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტი ხორციელდება სწორედ Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით”, – განაცხადეს ”ნუტრიმაქსში”.

როგორც კომპანიაში განმარტეს, Trouw Nutrition -ი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ”ნუტრიმაქსთან” თანამშრომლობას და მონაწილეობას მიიღებს-ქარხნის და წარმოების მართვის საკითხებში, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ (ყოფილი „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“)  ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს და მისი დანიშნულება საშუალო და მცირე ზომის ფერმერების ცხოველთა და ფრინველთა საკვებით, საკვები დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფაა.

საწარმოს მშენებლობა პროექტის ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები