შპს „წყლის და გაზის ტექნოლოგიები”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს, ფერმერებს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებულ პროექტებს სთავაზობს.
როგორც შპს „წყლის და გაზის ტექნოლოგიების“ მენეჯმენტში აცხადებენ, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სარწყავი სისტემების სრულ და ფართო ასორტიმენტს, მულჩებსა და სასათბურე ცელოფნებს, ფიტინგებს, საქართველოში მათ მიერვე წარმოებულ, მაღალი ხარისხის პოლიეთილენის მილებს, ასევე მაღალი ხარისხის წყლის ტუმბოებსა და შვეიცარიის წარმოების მცენარის სასუქებს.
„ვამაყობთ, რომ ვართ ცნობილი როგორც ერთ-ერთი კომპანია, რომელიც არა მხოლოდ ყიდის პროდუქციას, არამედ განვსხვავდებით დანარჩენებისაგან ჩვენი პრაქტიკით, აღმოვაჩინოთ და გადავჭრათ ყველა შესაძლებელი პრობლემა, ვუზრუნველვყოთ მასალის იმპორტი და საჭიროების შემთხვევაში, დავაპროექტოთ. სარწყავი სისტემის პროექტები ჩვენთან იგეგმება სეზონის ყველაზე ცხელ პერიოდში, კონკრეტული მცენარის წყლის მოთხოვნის გათვალისწინებით, კონკრეტული რეგიონისა და მიწის სტრუქტურის მიხედვით, ეს ყოველივე მნიშვნელოვანია ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად. ჩვენ მიერ შესრულებული ყოველი პროექტი მორგებულია ფერმერის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, მეტი კომფორტისათვის. მასალების მიწოდება და პროექტის შესრულება ხდება უმოკლეს ვადებში, რაც ჩვენი ფართო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმით მიიღწევა“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, შპს „წყლის და გაზის ტექნოლოგიები” ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან გამოირჩევა პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, საუკეთესო ფასებით – მაღალი ხარისხის პარალელურად, სწრაფი და მოქნილი სერვისით.
რაც შეეხება გასაყიდი პროდუქციის იმპორტს, ის ძირითადად ხორციელდება: თურქეთიდან, ასევე ევროპის ქვეყნებიდან, ნაწილობრივ ჩინეთიდან, ირანიდან და სხვა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე (კომპანია მაღაზიებს ფლობს: თბილისში, მარნეულსა და გორში), თუმცა ნაწილი გადის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც.
აღსანიშნავია, რომ შპს „წყლის და გაზის ტექნოლოგიები” აქტიურად და წარმატებულად თანამშრომლობს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“ . „მათ მიერ განხორციელებულ პროექტში „დანერგე მომავალი“ აქტიურად ვართ ფერმერებთან ერთად ჩართული პროექტის ყველა პროცესში და გვიხარია მათი საქმიანობის აქტიური განვითარება. ასევე გვეამაყება ათასობით წარმატებულად შესრულებული სახელმწიფო ტენდერები“, -განმარტავენ კომპანიაში.
შპს „წყლის და გაზის ტექნოლოგიებში“ სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ იგეგმება მეტი ინოვაციური ტექნოლოგიის შემოტანა/დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის, მეტი მომხმარებელზე მორგებული და საჭირო მომსახურება თუ სერვისი, ასევე იგეგმება დამატებითი ფილიალები საქართველოს აგროაქტიურ რეგიონებში და სხვა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე: wgtechno.net
R