სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობით კომპანია „შნომ” ასორტიმენტი გაზარდა და წარმოებაში ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა.
შპს „შნოს“ საამქროში, ტრადიციული ხის ნაწარმის გარდა, თანამედროვე დაზგა-დანადგარებზე ლითონის ნაკეთობებსაც ამზადებენ.
კერძოდ, რკინისკარების, შიდა კარის რკინის ჩარჩოების, პროფილების და სხვა ლითონის ნაკეთობის წარმოებას ახდენს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ შპს „შნო“ გარდაკარების, ასევე ხის და რკინის კომბინირებულ ავეჯს აწარმოებს.
კომპანიის დამფუძნებელისა და დირექტორის გივი ნიორაძის განცხადებით, საწარმოს გაფართოებისას დამატებით 8 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო კომპანიაში ჯამურად 42 ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის სამომავლო გეგმებს კი პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა და ექსპორტზე გატანა წარმოადგენს.
საწარმო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა და სამინისტროს სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ანი კვარაცხელიამ დაათვალიერეს.
ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები.
შპს „შნო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 340 000 ლარს შეადგენს.