LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია “სვეტის” დაზარალებულებმა სათაო ოფისის მიმდებარე საავტომობილო გზა გადაკეტეს

125

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულმა მენაშენეებმა სათაო ოფისის მიმდებარე საავტომობილო გზა გადაკეტეს. დაზარალებული მენაშენეები მათი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

კომპანიას ათასზე მეტი დაზარალებული უპირისპირდება, ისინი „სვეტს“ რამდენიმე ასეული მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

დეველოპერული კომპანიის დაზარალებული მენაშენეები უკვე მეორე დღეა, შიმშილობენ.

სამშენებლო კომპანიის ოფისი მათ დაახლოებით 20 საათის წინ დაიკავეს. ისინი კახა კალაძესთან შეხვედრას და კუთვნილი თანხების დაბრუნებას ითხოვენ. რამდენიმე მათგანი დღეს კომპანიის დირექტორების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემს ფინანსურ პოლიციაში.

კომპანია „სვეტს“ თბილისში 4, ბათუმში კი ერთი დაუსრულებელი მშენებლობა აქვს. მენაშენეების ინფორმაციით, მთლიანობაში, 1000-ზე მეტ დაზარალებულს დეველოპერულ კომპანიაში 300 მილიონ ლარამდე აქვს შეტანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g