LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიამ OpenAI, Google-თან კონკურენციის მიზნით, ChatGPT-ში ონლაინ ვაჭრობის ფუნქცია დაამატა

111
ChatGPT

ამერიკული გამოცემის WIRED ცნობით, ამერიკულმა კომპანიამ OpenAI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) კვლევასა და დანერგვაზე მუშაობს, საკუთარ ჩატბოტში ონლაინ ვაჭრობის ფუნქცია დაამატა. მისი მეშვეობით ChatGPT მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს სასურველი პროდუქტის დეტალებს, ფასებს, მიმოხილვებს და მიიღოს პერსონალიზებული რჩევები, ასევე, მყისიერად გადავიდეს შესაბამისი მაღაზიის ვებგვერდზე შესაძენად.

აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ში, Google Shopping-ისგან განსხვავებით, პროდუქტის რეკომენდაციები არ ეფუძნება ფასიან რეკლამებს, არამედ აგებულია ინტერნეტში არსებული მიმოხილვებისა და მომხმარებლის პრეფერენციების საფუძველზე.

ChatGPT-ს ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომია ყველასთვის – Plus, Pro და არარეგისტრირებული მომხმარებლებისთვისაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g