LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიები, რომლებიც რუხის სავაჭრო ცენტრში ოპერირებას დაიწყებენ

179

საპარტნიორო ფონდმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში  სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაასრულა და მისი ოპერირებისთვის მზადება დაიწყო.

როგორც რადიო ”ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნეს ნიუსთან” ჩართვისას, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ განაცხადა, ახალ სავაჭრო ცენტრში ”თეგეტა მოტორსი”, ”ფარმა დეპო”, ”იალჩინ გრუპი”, ”კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, ”გორგია”, ”საგა”, ”ქებული”, ”ვითიბი”, ”საქართველოს ფოსტა”  და სხვა ადგილობრივი არაბრენდირებული კომპანიები განთავსდებიან.

თურნავას ინფორმაციით,  სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციურია, შენობების საერთო ფართი 10 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია.

”შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამ ტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის  თანამედროვე სისტემებით. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი,  ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა”, – განაცხადა საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ.

პროექტის ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა.   სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g