LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებს დასაქმებულთა სამუშაო საათების აღრიცხვა დღეიდან მოუწევთ

233
E19-013-Beitragsbild

დღეიდან, დამსაქმებლებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდა. კერძოდ, ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე, საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებით, განისაზღვრა “ტაბელის ცხრილი“, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ.

„დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დღეს წერილობით ან/და ელექტრონულად აღრიცხოს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი დრო და სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. დასაქმებული უფლებამოსილია დამსაქმებლისგან მოითხოვოს მის მიერ ნამუშევარი საათების აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ის გაცნობა,” – წერია მინისტრის ბრძანებაში.

დეტალები ახალი ვალდებულების შესახებ იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g