LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია თანამშრომლებს პრემიის სახით 500 დოლარს მისცემს, თუ COVID-ვაქცინას გაიკეთებენ

2466
5aaf7773e9bf3

Bolthouse Farms-ში დასაქმებული ყველა თანამშრომელი, ვინც COVID-ვაქცინას გაიკეთებს, კომპანიისგან 500-დოლარიან პრემიას მიიღებს.

ინფორმაციას CNBC ავრცელებს, რომელიც წერს, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია – Bolthouse Farms ამ გზით საკუთარ თანამშრომლებს ახალისებს, რომ ვაქცინა გაიკეთონ.

აღსანიშნავია, რომ Bolthouse–მა 1800 დასაქმებულიდან 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე აცრა. კომპანიაში ვაქცინაციის პირველი ეტაპი 26 თებერვალს, 65 წლის და უფროსი თანამშრომლებისთვის ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები