LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიებს, რომელთაც ჩაის პლანტაციების აღდგენა სურთ, მიწა შეღავათიან ფასად გადაეცემათ

97

კომპანიებს, რომელთაც ჩაის პლანტაციების აღდგენა სურთ, სახელმწიფო მიწას შეღავათიან ფასად გადასცემს.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება. ამისთვის კომპანია „რკ ვაშნარის“ სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით გადაეცემა 57 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ჩაის საწარმოში სურსათის ხარისხისა და  უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემა დაინერგება (HACCP).

„მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ჩაის კულტურის აღდგენის პროგრამა, რომლის მიხედვითაც შეღავათიანი საფასურით გადავცემთ მიწას კომპანიებს, რომლებსაც სურთ ჩაის პლანტაციების აღდგენა-გაშენება. შესაბამისად, ამ პროექტშიც სწორედ პროგრამის მიხედვით  მოხდება ჩაის კულტურის განაშენიანება“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.