LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში იმყოფებოდნენ, კაიროში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საქართველოში ჩამოვლენ – Myway Airlines

126
myway airlines

ავიაკომპანია Myway Airlines-ის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც სუდანში მივლინებით იმყოფებოდნენ, კაიროში გადაიყვანეს, საიდანაც ისინი საქართველოში გაემგზავრებიან.

„გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან კაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს კონსულს თურქეთში, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას. ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია უკრაინამ განახორციელა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g