LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნალური გადასახადების დაანგარიშება ხდება დაგვიანებით, ამიტომ სუბსიდირებით ბევრი ვერ სარგებლობს – იურისტის რჩევები

24
eka 1

ბოლო პერიოდში არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა პრეტენზია, რომ თვის ბოლოს კომუნალურ გადასახადებზე უფრო მეტი თანხა მისდით, ვიდრე მანამდე, როცა მოხმარება არ შეცვლილა. როგორც გაირკვა, ანათვალის აღება დაგვიანებით ხდება , შესაბამისად ბევრი ადამიანი სუბსიდირებით ვერ სარგებლობს. რა უნდა იცოდეთ თქვენი უფლებების შესახებ – ამ თემაზე “ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს – ეკა ლომიძეს გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში” ვესაუბრეთ.

რაერთ მოქალაქეს იმაზე მეტი გადასახადი მიუვიდა, ვიდრე – მანამდე, ჯერ გვითხარით, როგორ და რა პრობლემებით მოგმართეს თქვენ?

– პირდაპირ მოგვმართავდნენ ადამიანები, რომ ანათვალის აღება ხდებოდა დაგვიანებით, არა 30-ე დღეს, არამედ 32-ე ან 33-ე დღეს. ამას არ ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა, ეს რომ არ იყოს სუბსიდირებული. ბევრი ცდილობდა, როგორმე ამ პროგრამაში მოხვედრილიყვნენ, აღმოაჩინეს, რომ გვიან აიღეს ანათვალი.

– კანონი რას ითვალისწინებს, კომპანიები თავად წყვეტენ, როგორ და რამდენ ხანში აიღონ ანათვალი?

– ამ შემთხვევაში გვყავს მარეგულირებელი – სემეკი, რომელიც ამას უნდა რეგულირებდეს. მივიდა აქამდე ინფორმაცია, რომ გამანაწილებელი კომპანიები ასე იქცეოდნენ. სემეკმა 24 დეკემბერს გააფრთხილა ყველა კომპანია, რომ ანათვალი მათ მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიით აეღოთ ანუ 30-ე დღეს. ეს იყო გაფრთხილება. გამანაწილებლებმა დაიწყეს მერე უკვე სწორად დათვლა მხოლოდ იმ ადამიანების კომუნალური გადასახადების, ვინც მიმართა სემეკს პრეტენზიით. მერე კომპანიებმა საშუალოს გამოანგარიშება დაიწყეს.

– ანუ ეს არის მიზანმიმართული ქმედება ?

– მიზანმიმართული რომ ვთქვა, ცოტა რთულია. მე კიდევ არ მინდა დავიჯერო, რომ ეს კომპანიები ასე არიან მომართულები, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ისარგებლოს სუბსიდირებით

– რა რჩევებს მისცემთ მოქალაქეებს?

– პირველ რიგში, დაუკავშირდნენ გამანაწილებელ კომპანიას და ჩააყენონ საქმის კურსში, ან სემეკის ვებგვერდზე არსებობს განცხადების ფორმა და გადააგზავნონ. ის ერთადერი მარეგულირებელია, რომელიც ამ სიტუაციას აკონტროლებს. მე პირადად გავგზავნე უკვე წერილი სემეკში. ასევე ენერგოომბუდსმენსაც. თუ თქვენი უფლებები დაირღვა რომელიმე კომპანიის მიერ, წერილობითაც შეგიძლიათ გაგზავნა, დაგვირეკეთ ჩვენც და უფასო იურიდიულ კონსულტაციებს მოგცემთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g