LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კომუნიკაცია გვქონდა, მომავალშიც გვექნება“ – ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას „ახალთან“ კოორდინაციასა და კონსულტაციებს გეგმავს

123
ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს, კოორდინაციასა და კონსულტაციებს გეგმავს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

„ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავისი კამპანიით, მაგრამ მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ჩვენ ვიცით ბრძოლა – ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და ვუპასუხოთ გამოწვევებს“ – ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

პოპულალურები