LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დღის წინ, ინფორმაცია იქნა მოწოდებული რუსული მხრიდან – სოფლის მეურნეობის მინისტრი

150
275405714-328500812647149-2944337060176509005-n

„ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ფერმერების და ჩვენი მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა საკითხს და, შესაბამისად, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იღეს გადაწყვეტილებას“, –  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს. მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო 2020 წელს. რაც შეეხება კომუნიკაციას, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დღის წინ. ინფორმაცია იქნა მოწოდებული რუსული მხრიდან, რომ 15 კომპანიის პროდუქციას აქვს დაშვება რუსულ ბაზარზე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ეს უაზრო სპეკულაციაა, აჟიოტაჟი, რაც საზოგადოებაში წარმოიშვა, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა – ეკონომიკის მინისტრი რძის პროდუქტების ექსპორტის საკითხზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g