LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ რადიოების ხელშეწყობისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით სამაუწყებლო ზონების საზღვრები განაახლა

103
კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ რადიო სამაუწყებლო სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შეფასების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიის 32 სამაუწყებლო ზონად დაყოფის გადაწყვეტილება მიიღო და „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ 2006 წლის დადგენილებაში ცვლილება შეიტანა.

აღნიშნული გადაწყვეტილება რადიოებს მისცემს შესაძლებლობას, ბაზარზე შესვლა და ოპერირება უფრო მარტივად, ნაკლები დანახარჯებით შეძლონ, რაც რადიო სამაუწყებლო ბაზარზე ახალი სუბიექტების გაჩენას და კონკურენციის გაზრდას შეუწყობს ხელს.

რადიომაუწყებლობის მიღების შესაძლებლობა შემდეგ ზონებში იქნება შესაძლებელი: თბილისი; კახეთი – ალაზნის ველი, თუშეთი; კახეთი – დედოფლისწყარო; მცხეთა-მთიანეთი – თიანეთი; მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, მაღაროსკარი; მცხეთა-მთიანეთი – ფასანაური; სტეფანწმინდა – გუდაური; შიდა ქართლი; შიდა ქართლი (არაკონტროლირებადი); ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი – ბორჯომი; სამცხე-ჯავახეთი – ახალციხე; სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი; იმერეთი – ქუთაისი; იმერეთი – საჩხერე; იმერეთი – მარტვილი; იმერეთი – ტყიბული; იმერეთი – რიკოთი; რაჭა – ამბროლაური; რაჭა – ონი; ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – ცაგერი; ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი – ლენტეხი; სამეგრელო – ზუგდიდი; სამეგრელო – სენაკი; სამეგრელო – ჩხოროწყუ; სვანეთი; გურია; აჭარა – ბათუმი; აჭარა – ქედა; აჭარა – შუახევი; აჭარა – ხულო;  აფხაზეთი.

კანონმდებლობის შესაბამისად, ჩატარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ახალი ზონების მიხედვით, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისია განახლებულ თავისუფალ სიხშირულ რესურსს გამოაქვეყნებს და კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსებს გამოაცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ ის რადიომაუწყებლებიც, რომლებსაც ლიცენზიის მოქმედების ვადა ეწურებათ და სურვილი აქვთ კვლავ მოიპოვონ რადიომაუწყებლობის ლიცენზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g