LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა „იდეადრომი“ მეთერთმეტედ გამოაცხადა

100
იდეადრომი

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსი „იდეადრომი“ უკვე მეთერთმეტედ გამოაცხადა. კონკურსი აქსელერაციის ერთკვირიან პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ახალბედა ციფრული მეწარმეების აღმოჩენას, მათი იდეების დახვეწასა და პროდუქტად გარდაქმნაში ხელშეწყობას ემსახურება.

„იდეადრომში“ მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპერებს, რომლებიც ციფრული კომუნიკაციის, AI-ის, კიბერუსაფრთხოების, ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მუშაობენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდი მაქსიმუმ სამი სრულწლოვანი მონაწილისგან უნდა შედგებოდეს. მიღებული განცხადებების საფუძველზე შეირჩევა 5 გუნდი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში დარგის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გაივლიან და იდეების დახვეწას შეეცდებიან. სტარტაპერები გაეცნობიან და შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: იდეის შემოწმება, პროტოტიპის შექმნა, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება, გუნდის მართვა, იდეის ეფექტიანად წარდგენა და სტარტაპის მართვისთვის აუცილებელი ფინანსური, თუ იურიდიული საკითხები. ინტენსიური სამუშაო კვირის დასასრულს გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც 10 000 ლარიან საპრიზო ფონდს გაინაწილებენ.

იდეადრომში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მოამზადონ 1  წუთიანი ვიდეოპრეზენტაცია საკუთარი იდეის ან პროდუქტის შესახებ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 დეკემბერი, ხოლო ტრენინგები 15-20 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g