LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფედერაციის თასის წილისყრას ჩურიკოვა და მალახოვი გაუძღვებიან

87

იანა ჩურიკოვა და ანდრეი მალახოვი კონფედერაციის თასის წილისყრას წაიყვანენ.
ცერემონია 26 ნოემბერს ჩატარდება.
ცნობილი წამყვანები ყაზანში ლამაზ შოუს გაუძღვებიან და გუნდებს ორ კალათში გადაანაწილებენ.

”ნახო მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ, ეს უბრალოდ მაგარია! მოუთმენლად ველი წილისყრას. როგორც კი განრიგი ცნობილი გახდება, შვებულებას მაშინვე დავგეგმავ”, – თქვა ჩურიკოვამ.

2017 წლის კონფედერაციის თასი 12 ივნისიდან 2 ივლისამდე ოთხ ქალაქში გაიმართება. ესენია: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ყაზანი და სოჭი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები