LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონფლიქტების გადაწყვეტის სცენარები- ესტონეთის პრეზიდენტი პუტინს საქართველოზეც ესაუბრა

118
67F987D9-1BA1-47B4-B2E5-1D0B94CCB6EC_w1023_r1_s

ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო იყო. ამის შესახებ ესტონური გამოცემა Postimees-ი იუწყება.

„რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიმზსა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვთქვი, რომ ორივე ქვეყანაში ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან და ადამიანებს ველაპარაკე მავთულხლართების და შლაგბაუმების ერთი მხრიდან მეორე მხარეს“ – განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა განიხილეს საქართველოსთან მიმართებით, სადაც „კონფლიქტი, როგორც ჩანს, დიდი ხანია, გაყინულია“, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „სწორედ ეს განვიხილეთ.

კერსტი კალიულაიდის თქმით, პუტინთან განიხილეს, თუ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტების სამომავლო გადაწყვეტის სცენარები. ესტონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის პოზიციას.

“საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინაშიც არჩევნებია, ამავდროულად, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია და ამის შესახებ აუცილებელია საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ მივედით აქამდე. არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით, პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას.

პრეზიდენტების შეხვედრა 18 აპრილს, მოსკოვში გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები