LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონფლიქტი გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა, დაჭრილი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია“ – ახალი დეტალები დიღომში მომხდარ დაჭრის ფაქტზე

372
111 მზა

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი დისტრიბუციის მანქანის მძღოლსა და მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს შორის გზის დათმობასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

დაშავებული მამაკაცი დისტრიბუციის მანქანის მძღოლია, ის ფეხის არეში ცივი იარაღითაა დაჭრილი და კლინიკა „ვივამედშია“ გადაყვანილი.

სამართალდამცავებს გამოკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი დაჭრილი მამაკაცის მეწყვილეც. უცნობია, დააკავეს თუ არა, პირი, რომელმაც მამაკაცს დანა დაარტყა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დიდ დიღომში „გუდვილთან“ მამაკაცი დაჭრეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები