რა როლი აქვს „საუნივერსიტეტო დიპლომატიას“ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფორმა-სახეობას, კონფლიქტური ვითარების პროცესში – საკითხზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პროფესორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ავტორმა წიგნისა „მშვიდობის ქართული პარადიგმა“, ზურაბ ხონელიძემ ისაუბრა.
ზურაბ ხონელიძე დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, გვთავაზობს ახალი ხედვას საუნივერსიტეტო დიპლომატიას, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული ფორმას. მისი განცხადებით, ეს არის უნივერსიტეტის განახლებული მისია და მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე ფორმა.
როგორც პროფესორი განმარტავს, ნებისმიერი კონფლიქტის საფუძველი და სათავე უნდა ვეძებოთ ურთიერთობებში.
ზურაბ ხონელიძის მოსაზრებით, ქართული სახელმწიფოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შეიქმნას ახალი თავისუფალი „სივრცე“, სადაც სააზროვნო ველი და სამეტყველო ენა იქნება აკადემიური და დიპლომატიური.
„უნივერსიტეტი არ შევა კონფლიქტში და არც კონფლიქტს შემოვიტანთ უნივერსიტეტში. ვერ დამისახელებთ თქვენ კონფლიქტს, რომელიც კონფლიქტამდე და კონფლიქტის შემდეგ იდენტური იყოს. მე ვამბობ, რომ არც მოგვარდება და ნუ ვკლავთ დროს, ნუ ვიტყუებთ საკუთარ თავს არ მოგვარდება არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს არ აქვს სურვილი ან რესურსი კონფლიქტის მოგვარების, მაგრამ ეს რესურსი არ არის საკმარისი. მეტიც, მათი ინტერესები არ არის იდენტური. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ შეზღუდული რესურსების გაერთიანება. ამას სჭირდება ახალი ფორმატი.
ორი გზა არსებობს კონფლიქტის დარეგულირების. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ მშვიდობიან გზას. რაზე გადის მშვიდობიანი გზა? პირველი, მეორე განათლება, მეორე მეცნიერება, რომელიც ნებისმიერ პასუხს ობიექტურად გასცემს პასუხს და მესამე, საზოგადოების ყველაზე პრაგმატულად მოაზროვნე ნაწილი – ახალგაზრდობა. ეს სამი კომპონენტი თავმოყრილია უნივერსიტეტში, მაგრამ დღეს უნივერსიტეტს არ აქვს რესურსი იქცეს სამშვიდობო პროცესის მედროშედ. თუმცა მას აქვს თავისუფლების მაღალი ხარისხი, რაც აუცილებელია კონფლიქტის დარეგულირებაში. მაგრამ ახალ სიცოცხლეს ერთი სუბიექტი არ ყოფნის, მას სჭირდება პარტნიორი. უნივერსიტეტის ერთადერთი პარტნიორი არის დიპლომატია. თუ არ გვინდა გავიმეოროთ შეცდომები და ვებრძოლოთ შედეგებს, დიპლომატია არის მოლაპარაკების მეცნიერება და ურთიერთობის ხელოვნება.
საუნივერსიტეტო სივრცეში იქმნება ახალი ფორმატი, სადაც კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მონაწილე ხელისუფალი, არასამთავრობო და საერთაშორისო თავისუფლდება აზროვნების, გამოხატვის ფორმის და მოქმედების თავისუფლებას. ეს სამივე გვჭირდება იმისთვის, რომ ერთად დავადგინოთ კონფლიქტის მიზეზი, მისი საფუძველი და გავწეროთ სტრატეგია და ტაქტიკა“, – განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.
პროფესორის თქმით, „ჩვენ ჩამოვრჩით დროს, არ გვაქვს დროის ობიექტური აღქმა. დრო ცვლილების პროდუქტია, უნივერსიტეტი არ არის ადეკვატური დროის”.
“მეორე, დრო არ მოდის, დრო მიდის. ვინც ელოდება კარგ დროს, ის ცუდს ახანგრძლივებს. ცუდი დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ისინი კი კარგ დროს. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, დრო მოვკლათ და ვერ ვხდებით, რომ დროის მოკვლა შეუძლებელია. ამ დროს რა ხდება? პირიქით, დრო გვკლავს ჩვენ. მოიტანა უნივერსიტეტმა ადეკვატურობა დროსთან მიმართებაში? არა. მინდა შეგახსენოთ, როგორ მოხდა პირველი დედა უნივერსიტეტის ფორმირება. იდეა ილია ჭავჭავაძის თავში გაჩნდა და თუ რატომ, ამას არ სჭირდება კითხვის ნიშნები, მაგრამ ილია ჭავჭავაძემ ვერ მოახერხა იდეის რეალიზაცია, რადგან შესაბამისი დრო არ იყო.
როგორც კი დადგა გარდამავალი პერიოდი, მაშინვე იდეის რეალიზაცია შეძლო ივანე ჯავახიშვილმა, მელიქიშვილთან და დანარჩენ თავის მეგობრებთან ერთად. ჩვენი პირველი საუნივერსიტეტო პარადიგმა ეფუძნებოდა საქართველოს კულტურისა და სამართლის ისტორიას, მთელი ათეული წლის განმავლობაში ის ასრულებდა ფუნქციას- იყო მედროშე, ერის, თავისუფლების იდეის რეალიზაციის. დღეს აბსოლუტური არაფერი არსებობს და საქართველო პირობითად თავისუფალია. დღეს უნივერსიტეტს არ აქვს ასეთი იდეა. რას უნდა ემსახურებოდეს? ყველაზე დიდი პრობლემა ამ სამყაროში არის ის, რასაც არ აქვს ალტერნატივა. ალტერნატივა არ აქვს – მშვიდობას“,- განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.