LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურენციის სააგენტომ სამი კომპანია დააჯარიმა – რა გახდა მიზეზი

122
Young Business Team Brainstorming Meeting Room Process.Coworkers Startup Marketing Project.Creative People Making Great Work Decisions Wood Table.Tablet Laptop Graphs Diagram Screen.Blurred Background

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, 3 ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ – განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება – 2022 წლის მეოთხე კვარტალში, განხორციელებულ გაერთიანებებს, რომელიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმისწარმოება 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა 2 კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.

კონცენტრაციები განხორციელდა – აქსესუარების და ფუფუნების საგნებით მოვაჭრე სექტორში, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტის და რეალიზაციის სექტორში, შავი და ფერადი ლითონებით ვაჭრობის სფეროში.

ინფორმაციისთვის: სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარს აღემატება. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5000 ლარი.

2022 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, 2 გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g