LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკურსი მეწარმე ქალებისთვის – მსურველებს განაცხადის გაკეთება 10 ოქტომბრამდე შეუძლიათ

27
ქალები

ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა Visa-მ საქართველოში She’s Next, Empowered by Visa-ს მესამე ტალღა დაიწყო და ბიზნესფედერაციასთან “ქალები მომავლისთვის” პარტნიორობით, ქალი მეწარმეებისთვის საჯარო კონკურსი გამოაცხადა.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი – 25 000 ლარით, მეორე ადგილის მფლობელი კი – 15 000 ლარით დასაჩუქრდება.

როგორც ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიზანი, ქალი მეწარმეების გაძლიერება და მათი მხარდაჭერაა.

“კონკურსის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ, გაიარონ ორდღიანი უფასო ტრენინგები, სადაც დახვეწენ საკუთარ ბიზნესიდეას, მოამზადებენ სპეციალურ პრეზენტაციას და ჟიურის წინაშე წარდგებიან. გაიმართება ე.წ. ფიჩინგ სესია – მონაწილეებს კომისიის წევრების დასარწმუნებლად სულ 90 წუთი ექნებათ”, – აღნიშნულია ბიზნესფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალებს, რომლებიც ფლობენ მცირე ან საშუალო ბიზნესს, უკავიათ მენეჯერული თანამდებობა კომპანიაში, ან აქვთ იდეა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.

მონაწილეობის მსურველებმა 10 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 10 საუკეთესო მონაწილე, რომლებიც ჟიურის წინაშე წარდგებიან. საბოლოოდ შეირჩევა სულ ორი გამარჯვებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები