LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსენსუსის დიდი სურვილი არ გააჩნიათ – ვოლსკი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ორგანიზატორებზე

59
189603405-1655756921283281-7454051575354813423-n

სამწუხაროა, რომ ამ თემას არ გამოეხმაურნენ, რაც კიდევ ერთი დამატებითი რესურსი იყო კონსენსუსამდე მისვლის, მაგრამ კონსენსუსის დიდი სურვილი ამ აქციების ორგანიზატორებს არ გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„შეთავაზება, რომელიც ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარეს, რასაკვირველია, ეს დაფუძნებული იყო იმ სურვილებზე, რომელიც ყველას გაგვაჩნია, რომ არგუმენტებით ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ. ფაქტობრივად, ერთ მხარეს დარჩა პარალიზების სტრატეგია, გადაკეტვების, სახელმწიფო უწყებების თუ გზების პარალიზების და მეორე მხარეს არის კვლავ ძალაში არსებული შეთავაზება რომ დეტალებში, არგუმენტირებულად იქნეს განხილული ყველა ექსპერტის მონაწილეობით ეს საკითხი. ულტიმატუმი, პარალიზება დარჩა მეორე მხარეს”.- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ მზად არის, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან კონსტრუქციული საუბარი გამართოს. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „ჰესის მშენებლობის პროცესი ხეობაში თუ გრძელდება, მაშინ დიალოგს აზრი აქვს“.

“ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ” – „ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:

  1. შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.

ამავე თემაზე:

დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შეხვედრა შემოგვთავაზა – გოლეთიანი პროტესტის მონაწილეებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობას გეგმავს

ჩემი კარი ყოველთვის ღიაა, თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს: კუჭავა “ნამახვანჰესისი” აქციის მონაწილეებზე

ეჭვები ჩნდება, რომ აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს: გურამ მაჭარაშვილი

უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები, დიალოგს აზრი ამ შემთხვევაში ექნება, ულტიმატუმებს შედეგი არ მოუტანია: ლევან დავითაშვილი “რიონის ხეობის” მცველებზე

კარგად გვახსოვს ბნელი, 90-იანი წლები, ვითომ პატრიოტიზმის საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო, შედეგად დავანგრიეთ ქვეყანა – ვინც გადავა კანონის ფარგლებს, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება – ღარიბაშვილი „ნამახვანჰესის“ პროტესტზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g