ეჭვები ჩნდება, რომ ეს აქცია არ არის მხოლოდ ჰესთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პოლიტიკურ ნიშნებს იძენს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა პროტესტს.
მისი თქმით, „ნამახვანჰესზე“ მოთხოვნები კი არა, ულტიმატუმები ისმის.
“როცა სახელმწიფოს უყენებ ულტიმატუმს, რომ დედაქალაქის პარალიზებას და ქვეყნის ჩამოქცევას დააპირებ, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობიდან გადიხარ.
საუბარია დიდ ინვესტიციაზე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაზე და თუ ვინმეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არ აწყობს, ესაა რუსეთი.
მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად ვემიჯნებით იმას, რომ ინვესტირებისას რომელიმე მოქალაქის უფლება დაირღვეს, გარკვეულია ბევრი საკითხი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.