LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვატორიაში XVIII საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართება

92

კონსერვატორიაში, დღეს, XVIII საერთაშორისო ფესტივალის – “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში, დასკვნითი კონცერტი – “სულხან ცინცაძე 90” გაიმართება.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კონცერტზე შესრულდება ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი – კონსტანტინე ვარდელი (I ვიოლინო), თამაზ ბათიაშვილი (II ვილინო), ნოდარ ჟვანია (ალტი), ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო); სოლისტები: თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო), ლიზი რამიშვილი (ჩელო), ირინა თაბორიძე (სოპრანო), ცირა ქამუშაძე (ფორტეპიანო), ინგა ლობჟანიძე (ფორტეპიანო).

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-29 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” გაიმართა.

ფესტივალი საფორტეპიანო, კამერულ და საორღანო მუსიკის კონცერტებთან ერთად ჯაზის საღამოსაც აერთიანებდა.

“საახალწლო მუსიკალური შეხვედრები” 1997 წელს მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორ კვირას გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები