LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინ ხაბენსკი: „დიახ, უკრაინას ვუჭერ მხარს!.. რადგან ასე ნეგატიურად ხართ განწყობილი, იურთიერთეთ სხვა რუს ვარსკვლავებთან, მაგალითად, სერგეი ბეზრუკოვთან ან თინა კანდელაკთან!..“

35693
xabenski

რუსი მსახიობი კონსტანტი ხაბენსკი რუსი თაყვანისმცემლების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც მისი უკრაინისადმი მხარდასაჭერი მიმართვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მან პუტინის ქმედებები საჯაროდ დაგმო.

მსახიობმა ახლახან გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მიმართვაში აღნიშნა:

„როგორც კი უკრაინის შესახებ დავიწყე საუბარი, ჩემ წინააღმდეგ შეურაცხყოფა და კრიტიკა წამოვიდა. მეგობრებო, გაჩერდით, სანამ გვიან არ არის? დიახ, მე უკრაინას ვუჭერ მხარს და ამაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ!

მეგობრებო, რადგან ასე ნეგატიურად ხართ განწყობილი ჩემ მიმართ, ისევე, როგორც ყველა ახალი ამბის მიმართ, უახლოეს მომავალში სოციალურ ქსელეში ყველა ჩემს ანგარიშს წავშლი! სხვა რუს ვარსკვლავებთან იურთიერთეთ, მაგალითად, სერგეი ბეზრუკოვთან, თინა კანდელაკთან და სხვებთან… ყველას ბედნირებას და აკრგად ყოფნას ვუსურვებ, მათ, ვისაც ვუყვარვარ და მათაც, ვისაც არ ვუყვარვარ!

ვიდეო: თინა კანდელაკი პუტინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა: „თუკი შეეცდებიან ჩვენს დაჩოქებას, მაინც არაფერი გამოუვათ, რადგან რუსეთი არასდროს დაიჩოქებს!..“

„ნუ ვაკრიტიკებთ ხალხს, ვინც რუსეთი დატოვა, შევრიგდეთ!“ –  პუტინის ფავორიტმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა პოზიცია შეიცვალა

 

magti 5g