საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, დღეს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს – საქართველოს კომნსტიტუციას, რომელიც უპრეცედენტო საერთო სახალხო განხილვებისა და ჩართულობის შედეგად შემუშავდა.
„სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც ასე არ არის, რადგან ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთვრობო ორგანიზაციები და ასეთი პროცესი იყო უპრეცედენტო. ჩვენ მომსწრე ვართ იმ პარტიების მართველობის პერიოდში, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, ე.წ. კონსესუსის ნაკლებობისა თუ არქონის გამო, კონსტიტუციების ისე მიღებას, როცა საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, კანონპროექტი ვენეციის კომისიამ უკვე შეაფასა, როგორც „დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს“, რაც, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასა ეს დოკუმენტი, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენ შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობასა და დამოუკიდებელ სასამართლოს, ზეპარტიულ პრეზიდენტს და მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომელსაც არ ჩამოვთვლი.
“როგორც ბოლო ნაბიჯი კონსესუსის მიღწევის გზაზე, ჩვენ შევთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, პრეზიდენტის არა ხუთი წლით, არამედ 6 წლით პირდაპირი წესით არჩევას, რათა 2024 წელს, როცა პროპორციულ წესსზე გადასვლა მოხდება, ერთთდროულად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავად პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი დემოკრტიის განვითარებისთვის ქვეყანაში და ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში ყველა ოპოზიციისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა.
“ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იყო კონსიტუციაში შეტანილი, როგორიცაა სასოფლო–სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არქმონე პირებზე, ეს არის საპარლამენტო ოპოზიციისთვის მნიშვნელოვნად გაზრდა უფლებების, ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს. დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე მოსმენით კენჭი ეყრება ამ დოკუმენტს,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.