„წარმოუდგენელია ის ამბავი, რომ თურმე კონსტიტუცია უნდა შეახსენოს ბატონმა იოსელიანმა ირაკლი კობახიძეს, ეს ცოტა ღიმილის მომგვრელია“, – ასე ეხმიანება სახალხო დამცველის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.
სახალხო დამცველი: ჩემთვის ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება მიუღებელია
„ბატონ ლევანს შევახსენებდი, რომ კონსტიტუციას როცა მოიმარჯვებს და ხელში აიღებს, ნუ დაავიწყდება, რომ მისი ავტორი გახლავთ ძალიან ღირსეული ქართველი, ირაკლი კობახიძე. კრიტიკა, რა თქმა უნდა, ნორმალური ფაქტია, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში რა აქვს გასაკრიტიკებელი ბატონ კობახიძეს?,“ – განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. აღნიშნული განცხადებით ლევან იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.