LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა

170
fot (2)

ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, არის თუ არა ახალგაზრდების დისკრიმინაცია მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება.

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარ ინციდენტზე: მოსული იყვნენ „ფორმულასთან“ აფილირებული ახალგაზრდები, საჭიროა, ისინი სწორ რელსებზე მოექცნენ, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები – დაქორწინდნენ

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ, პირველ რიგში, აქვთ პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ცდილობენ, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g