LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონტაქტურ ლინზებზე დროებით უარი უნდა თქვათ“: როგორ გადადის კორონავირუსი თვალიდან ორგანიზმში

193
კორონავირუსიტვალი

კორონავირუსის თავდასაცავად ექიმები გვირჩევენ, ხელი არ მოვიკიდოთ სახეზე. პირს და ცხვირს არ უნდა შევეხოთ. ასევე არ უნდა შევეხოთ თვალებს, რადგან შესაძლებელია, ვირუსი ორგანიზმში თვალიდანაც მოხვდეს.

როგორ გადადის კორონავირუსი თვალიდან ორგანიზმში, ამის შესახებ „იმედი“ოფთალმოლოგ გიორგი ჩიჩუას ესაუბრა.

„დღეისათვის უკვე ცნობილი და დადასტურებულია, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაირწვეთოვანი გზით გადადის, დაცემინების ან დახველების დროს. ასევე მაშინ, როდესაც ადამიანი სხვადასხვა საგნებს ეხება, რომლის ზედაპირზეც ვირუსია და შემდეგ ამ ხელით თვალის, ცხვირის და პირის მიდამოს ეხება. დადგენილია, რომ ორგანიზმში ვირუსის შეღწევა შესაძლებელია თვალის ლორწოვანი გარსიდან. ანუ კონიუნქტივიდან. ზოგადად სხვა ტიპის კორონავირუსების შემთხვევაში დამტკიცებულია, რომ შესაძლებელია თვალის, როგორც წინა, ისევე უკანა სეგმენტის დაზიანება.
რაც შეეხება ახალ კორონავირუსს, ამა წლის იანვარში ჩინელმა მეცნიერებმა ქალაქ უხანში აღწერეს კლინიკური შემთხვევა, როდესაც პაციენტს განუვითარდა კონიუნქტივიტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ჩინელმა მეცნიერებმა სხვა შემთხვევებიც აღწერეს, როდესაც პაციენტს კონიუნქტივიტი განუვითარდათ და მხოლოდ რამდენიმე საათში დაუდასტურდათ ვირუსი. ეს ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატოული სურათია“, – აღნიშნა ოფთალმოლოგმა.

ოფთალმოლოგი, ვინც კონტაქტრ ლინზებს ხმარობს, ურჩევს, მათზე დროებით უარი თქვან.

„ის ადამიანები, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს, უმჯობესია, თუ მათზე დროებით უარს იტყვიან და სათვალეს დაუბრუნდებიან. როგორც წესი, კონტაქტური ლინზების მატარებლები ხშირად ეხებიან თვალის მიდამოს. სათვალე ამ შემთხვევაში მექანიკური დაცვის ფუნქციასაც ასრულებს.
მზის სათვალე შესაძლებლობას არ აძლევს ჰაერში არსებულ ვირუსის ნაწილაკებს თვალის ლორწოვან გარსზე მოხვდნენ. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ არის თვალის ასპროცენტიანი დაცვა. ამ ვირუსს შეუძლია, სათვალის გვერდებიდან, თვალის ლორწოვან გარსზე შეღწევა.
სათვალეს ვინც ხმარობს, დღეში რამდენჯერმე სადეზინფექციო ხსნარით უნდა დაამუშაონ“, – განაცხადა გიორგი ჩიჩუამ.

ოფთალმოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის გამო სახლებში ყოფნის აუცილებლობამ ყველა მიაჯაჭვა კომპიუტერებსა და ტელევიზორებს, ამან განსაკუთრებით ბავშვებში შესაძლოა ხელი შეუწყოს ახლომხედველობის განვითარებას. ამიტომ აუცილებელია, შესვენებები, სულ მცირე 10-15 წუთით მაინც. ბავშვების კომპიუტერთან ურთიერთობა ერთ საათს, ხოლ მოზარდებში მაქსიმუმ საათნახევარს უნდა შეადგენდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები