LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტაქტური ზოოპარკი მომხმარებელს უკვე მთაწმინდის პარკშიც ელის

1833

პირველი კონტაქტური ზოოპარკი საქართველოში გაფართოვდა-  Fauna land-ის რიგით მეორე ფილიალი მთაწმინდის პარკში, 29 აპრილს გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” Fauna land-ში განუცხადეს, კონტაქტური ზოოპარკის კარი მომხმარებლისთვის გუშინ გაიღო და დაინტერესება მათი მხრიდან უკვე დიდია.

”ჩვენთან მუდმივად მზარდია როგორც ინდივიდუალური კლიენტების, ისე ჯგუფების რაოდენობა. ამიტომ, გაფართოება გადავწყვიტეთ. ამჟამად ფილიალი მთაწმინდის პარკში გავხსენით და ჩვენს სტუმრებს აქაც აქვთ შესაძლებლობა, იმავე სერვისით ისარგებლონ, რითიც ჩვენს პირველ ფილიალში. ანუ ჩვენთან ყველას აქვს შესაძლებლობა, მოეფეროს და აჭამოს Fauna land-ის ცხოველებს”, – აღნიშნეს Fauna land-ში.

მათივე ინფორმაციით, კონტაქტური ზოოპარკი არის ცოცხალი გამოფენა წვერიანების, რქებიანებისა და კუდიანების. აქ თავმოყრილია დაახლოებით 40-ამდე სახეობის სხვადასხვა ცხოველი.

აღსანიშნავია, რომ Fauna land-ის მთაწმინდის პარკის ფილიალში 8 ადამიანი დასაქმდა. კოტაქტურ ზოოპარკში შესვლის ღირებულება 8 ლარს შეადგენს, როგორც პატარებისთვის, ისე უფროსებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g