LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენის რესტორნებში აგრესიულ მომხმარებლებს ყვითელ ბარათებს დაურიგებენ

115
Undici_Martin Heiberg

კოპენჰაგენის რესტორნების ნაწილში მომხმარებლებისთვის ყვითელი ბარათების გადაცემა დაიწყეს. ისევე როგორც ფეხბურთში, ეს ბარათები გაფრთხილებაა მათთვის, ვინც შეუფერებლად იქცევა და საზოგადოებაში ქცევის წესებს არღვევს. თუკი ყვითელი ბარათი საკმარისი არ იქნება, აგრესიულ მომხმარებელს დაწესებულების დატოვებასაც მოსთხოვენ, წერს The Gaze.

გადაწყვეტილებას, თუ ვის გადასცენ ბარათი, მენეჯერი იღებს. ოფიციანტებს ან ადმინისტრატორს მისთვის მიმართვა შეეძლებათ ყოველთვის, როცა კლიენტის ქცევა შეურაცხმყოფელი გახდება. ყვითელ ბარათს პირდაპირ აგრესიული სტუმრის მაგიდაზე დადებენ.

ამ გზით რესტორნებში სურთ შექმნან უფრო უსაფრთხო გარემო იმ ადამიანებისთვის, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობს. ამავე მიზეზით, ზოგიერთი დანიური რესტორანი ონლაინ-ჯავშნის გაკეთების დროს კლიენტებს პირობას ართმევს, რომ კარგად მოიქცევიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები