კოპენჰაგენში სულ მალე პირველი ელექტრო ავტობუსები გამოჩნდებიან. დანიის დედაქალაქის საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განახლება დაიწყო. საქალაქო ტრანსპორტის ორი მარშრუტი დიზელის ძრავზე უარს იტყვის და საზოგადოებას ელექტრო ავტობუსებით მოემსახურება. ამისთვის ხელისუფლებამ 41 ახალი ავტობუსი შეიძინა და ისინი ხაზზე 2019 წლიდან გავლენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცვლილება ჰაერის გაუმჯობესების მიზნით ხდება და პროგრამის მიხედვით 2030 წლისთვის კოპენჰაგენში მოძრავი ყველა სატრანსპორტო საშუალება ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს. ხოლო იმისათვის, რომ დანიელებმა პირად ავტომობილზე უარი თქვან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, ხელისუფლებას რამდენიმე პროგრამა აქვს შემუშავებული.