პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები თამარ კორძაია და ხატია დეკანოიძე საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს „თავისუფალი უნივერსიტეტისა“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ:
როგორც პარლამენტში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დეპუტატებმა განაცხადეს, „ქართული ოცნებას“ სტუდენტებსა და ამ უნივერსიტეტებზე შურისძიება სურს:
„საქართველოს უნივერსიტეტზე“ და „თავისუფალ უნივერსიტეტზე“ თავდასხმით, “ქართული ოცნება” ცდილობს კიდევ ერთხელ შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ნამდვილად ცდილობენ მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს.“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს უნივერსიტეტი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.
აღნიშნულ თემაზე საუბრისას „საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ უპასუხა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტი“ 1 ლარად გადაეცა“ და თქვა, რომ უნივერსიტეტი აუქციონზე 4 მილიონ დოლარად შეიძინეს.
თოფურიძის თქმით, უკიდურესად შეშფოთებულები არიან იმ განცხადებებით, რაც უკანასკნელ დღეებში უნივერსიტეტის მისამართით ესმით.