LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეის რესპუბლიკაში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

144
გენადი არველაძე

კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, კორეის რესპუბლიკის მხრიდან კი ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ.

გენადი არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა, ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.

„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვა. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის,“ – აღნიშნა გენადი არველაძე.

ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g