LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ფინეთშიც დაფიქსირდა

308
pacienti

კორონავირუსის შემთხვევა ფინეთშიც დაფიქსირდა. ვირუსი უხანიდან ჩამოსულ ჩინელ მოგზაურს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის ჯანმრთელობის ინსტიტუტი ავრცელებს.  მათივე ცნობით, ტურისტი ჩრდილოეთ ფინეთის, ლაპლანდიის ცენტრალურ საავადმყოფოში იზოლაციაში იმყოფება.

ერთი დადასტურებული შემთხვევის გარდა, ფინეთში კიდევ 15 ადამიანზე მიმდინარეობს სამედიცინო დაკვირვება.

დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გარდაცვლილია 170-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა რაოდენობა კი 7 711-ია. ინფიცირებულთაგან 1400-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.   კორონავირუსმა ჩინეთის ყველა პროვინცია მოიცვა. მსხვერპლთაგან 162 ადამიანი, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, ხუბეის პროვინციაში გარდაიცვალა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, საერთაშორისო საგანგებო რეჟიმის გამოცხადებაზე მსჯელობს.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა – როდის გამოცხადდება საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g