ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 170-ს მიაღწია. დაავადებულთა რაოდენობა კი 7711-ია.
დაავადებულთაგან კი, 1400-მდე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ამ დროისათვის კორონავირუსმა ჩინეთის ყველა პროვინცია მოიცვა. მსხვერპლთაგან 162 ადამიანი ხუბეის პროვინციაში გარდაიცვალა. სწორედ ეს ქალაქია მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი.
სამოქმედო გეგმაში ყველა სახელმწიფო უწყებები ჩაერთვება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს იმსჯელებს იმაზე, თუ როდის გამოცხადდება საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან ორგანიზაცია სპეციალისტების რეკომენდაციებსა და მითითებებს გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა 22-23 იანვარსაც გაიმართა. მაშინ ორგანიზაციამ არ ჩათვალა საჭიროდ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება, დღეს კი, მსოფლიო იმის მოლოდინშია რას გადაწყვეტს ჯანდაცვის ორგანიზაცია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ჩინეთთან ფრენები მარტის ბოლომდე შევწყვიტეთ
“თუ დაიცავ წესებს, საშიში არაფერია…ექვსმილიონიან ქალაქში ვარ და კორონავირუსის 100-მდე შემთხვევაა” – პეკინში მყოფი ქართველის ვიდეომიმართვა (ვიდეო)
