რამდენად მალე მიიღებს საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
თამარ გაბუნიას თქმით, თებერვლის დასაწყისში სპეციალისტები ელოდებიან პასუხს, რამდენად მალე მიიღებს საქართველო “ფაიზერის” ვაქცინას.
“გარკვეულ ეტაპზე განიხილება “ფაიზერის” და “ასტრაზანეკას” ვაქცინების მოწოდება. თებერვლის დასაწყისში გვექნება პასუხი, რამდენად მივიღებთ ყველაზე ადრე ფაიზერის ვაქცინას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.