LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ახალი შტამი სამხრეთ კორეაშიც დადასტურდა

88
FORTUNA.GE- (1)

ყოველდღიურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელშიც კორონავირუსის ახალი შტამი ფიქსირდება.

ახალი შტამით ინფიცირების 3 შემთხვევა გამოვლინდა სამხრეთ კორეაშიც.  გავრცელებული ინფორმაციით ინფიცირებული პირები ლონდონიდან 22 დეკემბერს დაბრუნდნენ.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტომ ინფორმაცია დღეს დაადასტურა.

ხელისუფლება კოვიდრეგულაციების გამკაცრებას იწყებს.

სამხრეთ კორეა კიდევ ერთი კვირით, 7 იანვრის ჩათვლით აჩერებს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ბრიტანეთთან. ასევე, სამხრეთ აფრიკიდან შემოსული ყველა მგზავრი, ვალდებულია, გაიკეთოს ტესტი კორეაში გამგზავრებამდე.

პარალელურად, ქვეყანა ცდილობს, დააჩქაროს ვაქცინაციის დაწყება. გეგმის მიხედვით, კორეა აპირებს, შეიძინოს ვაქცინა 46 მილიონი ადამიანისთვის, რაც მოსახლეობის 85%-ზე მეტია. თავდაპირვლეად აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და მოხუცები. თებერვლის მეორე ნახევრიდან კი პროგრამაში ყველა ჩაერთვება.

ქვეყნის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მოსახლეობა ვაქცინაციით ჯოგურ იმუნიტეტს სწრაფად გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები