LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო „ევროვიზია“ გაუქმდა

129
wsi-imageoptim-Eurovision-2020-Rotterdam-730x420

კორონავირუსის გამო „ევროვიზია“ აღარ ჩატარდება.

კონკურსი როტერდამში 12-16 მაისს უნდა გამართულიყო.  ნიდერლანდებმა „ევროვიზიის“ გამართვის შესაძლებლობა გასულ წელს მოიპოვა, როდესაც გამარჯვებული დუნკან ლორენსი გახდა.

„ევროვიზიის“ ორგანიზატორები კონკურსის ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტებზე მუშაობდნენ, თუმცა საბოლოოდ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს.

გადაწყვეტილების მიღებაში მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს დიდი თავშეყრის ადგილებზე ყოფნას არ ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველო „ევროვიზიაზე“ თორნიკე ყიფიანს უნდა  წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g