LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო გადადებული ცნობილი ტელეშოუები და კინოპრემიერები

202
-111248017-new-comp-2

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ტელეინდუსტრია საგრძნობლად დაზარალდა. ცნობილი ვარსკვლავები ტურნეებსა და კონცერტებს ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ, რეიტინგული ტელეშოუები გადაცემებს წყვეტენ.

მადონა, მაილი საირუსი და ჯგუფი Pearl Jam – არტისტები, რომლებმაც კორონავირუსის გამო კონცერტები გააუქმეს

ასევე ცნობილი ხდება, რომ კალიფორნიის მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი  Coachella, რომლის ჰედლაინერებიც ტრევის კოტი და ფრენკ ოუშენი უნდა ყოფილიყვნენ, ოქტომბრამდე გადაიდო

„დისნეის“ მიერ გადაღებული „მულანის“ პრემიერა გადაიდო, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილს კი ერთ წელში ვიხილავთ, ასევე გადაიდო ჯეიმს ბონდის“ დასკვნითი ნაწილის მსოფლიო პრემიერა.

გაუქმდა ბროდვეის წარმოდგენები, ტელეშოუებმა კი გადაღებების წესები შეცვალეს. საუბარია ისეთ გადაცემებზე, როგორიცაა ელენ დეჯენერესისა და ჯიმი ფელონის შოუები. სულ ცოტა ხნის წინ, შოუების წამყვანებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ გადაცემებს დამსწრე საზოგადოების გარეშე ჩაწერენ.

ელენ დეჯენერესი და ჯიმი ფელონი შოუებს კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩაწერენ

კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისა და ჩვენი მაყურებლების უსაფრთხოების გამო, 16 მარტს დაგეგმილი გადაცემის ჩაწერა დარბაზში მაყურებლების გარეშე ჩაივლის

გადაიდო ასევე ამერიკული „ტალანტების“ შოუ, დროებით გაუქმდა „დილის შოუ“, სადაც მთავარ  როლს ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი ასრულებენ.

რაც შეეხება გადადებულ ტურნეებს, სხვა ვარსკვლავებთან ერთად, სულ ცოტა ხნის წინ, შოუები ბილი აილიშმა, შერიმ, პოსტ მელოუნმა და ქანთრი მომღერალმა, კრის სტეპლტონმა გადადეს.

მიუხედავად ასეთი მასშტაბური ცვლილებებისა, დასავლური მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც რეიტინგული შოუების წამყვანები იმედოვნებენ, რომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, 30 მარტიდან გააგრძელებენ.