უნდა აღინიშნოს, რომ ბილი აილიში მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ყველაზე თამამი და რისკიანი აღმოჩნდა. სულ ცოტა ხნის წინ, მან საზოგადოება იმით გააოცა, რომ პანდემიის დროს, აეროპორტში, პირბადე მოიხსნა და გულშემატკივარს ჩაეხუტა.
ფოტო: ბილი აილიშმა პირბადე მოიხსნა და აეროპორტში გულშემატკივარს ჩაეხუტა
აღნიშნულმა ჟესტმა საზოგადობაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა. „შენ ყველაზე საყვარელი ხარ“, „ყველაზე გულწრფელი“ - წერენ სოციალურ ქსელში
ახლა კი 18 წლის არტისტი ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ბოლო მუსიკოსი, რომელმაც კორონავირუსის გამო თავისი ტურნე გააუქმა.
საუბარია ტურნეზე WHERE WE MO GO, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში უნდა ჩატარებულიყო.
„დიდი გულის ტკენით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ტურნე განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, ძალიან გული მწყდება, მაგრამ ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია“ – დაწერა არტისტმა „ტვიტერზე“