LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია აუქმებს

173
raineari

კორონავირუსის გავრცელების საფრთხეები და დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის გადაწყვეტილება –  Ryanair-ი იტალიაში ხანმოკლე რეისების 25%-ს სამი კვირის განმავლობაში, 17 მარტიდან 8 აპრილამდე აუქმებს.

კომპანიის განცხადებაშია წერია, რომ ყველა მგზავრს, ვისაც ეს გადაწყვეტილება ეხება, ამის შესახებ SMS-ითა და ელ.ფოსტით შეატყობინებენ.

მათივე ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება აქვთ, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვონ, ხელახლა დაჯავშნონ ბილეთი ან მარშრუტი შეიცვალონ.

შეგახსენებთ, მანამდე ფრენების შეჩერებაზე გადაწყვეტილება Wizz air-მა და Turkish airlines-მა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g